უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი მარტივდება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი მარტივდება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი მარტივდება. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ წარმოადგინა.

როგორც მან აღნიშნა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის გამარტივება ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურ მმართველობას. კანონპროექტი მიზნად ისახავს ლიბერალური განათლების განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც სტუდენტების ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, ასევე ფართო ცოდნის მიღებაზე. ლია გიგაურის განმარტებით, კანონპროექტით მაგისტრატურის მიზნები იხვეწება, რადგან კანონის მოქმედი რედაქციით მაგისტრატურის მიზნები საკმაოდ ვიწროა და შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადებით. კანოპნპროქტით მოხსნილია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა.

დღესვე კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტიკანონის პროექტები: „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

კანონპროექტების მიღების შემთხვევაში, შეიცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელი და ფონდის სახელწოდებად განისაზღვრება შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუციებთან ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით. როგორც ინიციატორები განმარტავენ, პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო ფონდების სახელწოდება მოიცავს სახელმწიფოს სახელს. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნათელი გახდება, რომ ფონდი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის წინაპირობაა.

კომიტეტს მიაჩნია, რომ მხედველობაშია მისაღები დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, აგრეთვე, სამეცნიერო სფეროებში ერთიანი ასაკობრივი ზღვარის დადგენის თაობაზე. „განათლების სისტემებში მიმდინარე რეფორმების შინაარსობრივი მხარის მკაფიოდ განსაზღვრამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხთან მიმართებაში კანონში არსებული რეგულაციის შენარჩუნება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა პირველი მოსმენით, ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით.