მმართველი გუნდის მოსაზრებით, საქართველოში ფაშისტური, მუსოლინის საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს

მმართველი გუნდის მოსაზრებით, საქართველოში ფაშისტური, მუსოლინის საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს

მმართველი გუნდის მოსაზრებით, საქართველოში ფაშისტური, მუსოლინის საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასულ პარტიას გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განუცხადა.

"ამგვარი სისტემა იყო წლების განმავლობაში იტალიაში, მუსოლინის ინიციატივით. სხვა ნორმალურ, ადეკვატურ, დემოკრატიულ სისტემებში ამგვარი უსამართლობა არ გვხვდება. ეს არის ძალაუფლების გახანგრძლივებისკენ მიმართული ინიციატივა. ასევე, მათ სურთ, პრეზიდენტის არჩევის უფლება წაართვან ქართველ ხალხს და 300-მა ხმოსანმა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, რაც ასევე უკანგადადგმული ნაბიჯია",- განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, სრული კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ცვლილებები არის უსამართლო და დაუშვებელი, ამიტომ მიზანშეწონილია აღნიშნულ საკითხებზე პლებისციტი ჩატარდეს.