იან კელი:   ჩვენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან პარტნიორები ვართ

იან კელი: ჩვენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან პარტნიორები ვართ

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ პარტნიორები ვართ და გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ საქართველო- ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

,,დღეს არის ზეიმი. ჩვენ ვზეიმობთ პატნიორობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. აქ იმყოფებიან პირველი სამი ელჩი, ვინც საქართველოში საქმიანობდნენ და ამ შენობაში მსახურობდნენ, მაშინ აშშ-ს საელჩო იყო ამ შენობაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ მიღწევებზე, რაც ერთად გვქონდა და ასევე, დავსახოთ სამომავლო გეგმები”, -განაცხადა იან კელიმ.

ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, საქართველოს ყოფილი ელჩები აშშ-ში და ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში, პარლამენტარები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.