ევროკავშირის ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკების პროცესში ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ

ევროკავშირის ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკების პროცესში ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკების პროცესში ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ბრექსითის“ შესახებ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

„ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მოლაპარაკების დასრულებას. ჩვენი ერთიანობა დიდი ბრიტანეთის ინტერესებშიცაა“, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, ის ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერას გრძნობს.

დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში სამიტს ატარებენ. დიდი ბრიტანეთი სამიტში მონაწილეობას არ იღებს. სამიტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები „ბრექსითის“ შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ერთიან სტრატეგიას დაამტკიცებენ.