პარლამენტი ყველაფერს აკეთებეს, რომ მაქსიმალური წვლილი შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაში

პარლამენტი ყველაფერს აკეთებეს, რომ მაქსიმალური წვლილი შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაში

პარლამენტი ყველაფერს აკეთებეს, რომ მაქსიმალური წვლილი შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაში, - ამის შესახებ მოსამართლეთა ასოციაციების კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა სასამართლოს რეფორმის 3 ტალღა და ამ ყველაფერმა უზრუნველყო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება.

"ბოლო ტალღა განხორციელდა გასული წლის ბოლოს. ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი არის საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა. ეს იყო პრობლემა, რომელიც იძლეოდა თვითნებობის, მანიპულირების საშუალებას. ეს გამორიცხავს ნებისმიერ მანიპულაციას და თვითნებობას. პარლამენტი აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალური წვლილი შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაში", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე სასამართლო ხელისუფლების გაძლიერების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კონსტიტუციაში.

"საკონსტიტუციო რეფორმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების საკითხებს. კონსტიტუციის დონეზე გაიწერება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. იქნება გაწერილი ახალი ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შეუცვლელობას. გვახსოვს როგორი პრაქტიკა იყო ამ კუთხით. 2004 წელს მოხდა თითქმის მთელი სასამართლო სისტემის ჩანაცვლება. იმისთვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რამ მნიშვნელოვანია ასეთი ცვლილებები. ცვლილებები ეხება მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესებასაც. გაიწერება კონსტიტუციაში, რომ საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს 2/3-ით. ასევე გვექნება სპეციალური ნორმა რომელიც უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებას მოსამართლეთა კონფერენციის მიმართ. უზენაეს სასამართლოში დადგინდება მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, და იქნება 28, რაც ეფექტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბჭოს როლი გაძლიერდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენაშიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევიან მოსამართლეები პარლამენტის მიერ რაც გააძლიერებს სასამართლოს", - განაცხადა კობახიძემ.