თურქეთი ვერ დაუშვებს, რომ სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით ევროკავშირმა ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატია

თურქეთი ვერ დაუშვებს, რომ სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით ევროკავშირმა ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატია

თურქეთი ვერ დაუშვებს, რომ სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით ევროკავშირმა ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

„თურქეთი ის ქვეყანაა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე გასული წლის 15 ივლისს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთი ვერ დაუშვებს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ეჭვქვეშ დააყენოს თურქეთის დემოკრატია.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ზოგიერთმა ინსტიტუტმა და ქვეყანამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატია 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგების შემდეგ“, - აღნიშნა ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.