ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, რომ დავიცვათ სასამართლო სისტემა და მისი იმიჯი თავდასხმებისგან

ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, რომ დავიცვათ სასამართლო სისტემა და მისი იმიჯი თავდასხმებისგან

მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თუ ჩვენი წინადადება იქნება მიღებული დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ხოლო თუ არ იქნება მიღებული, გვეცოდინება , რომ ამ ლანძღვის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა და მოვიფიქროთ სხვა რამე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული მოსამართლის ლანძღვა მთლიანად სასამართლო სისტემას აყენებს ზიანს.

”გულწრფელად გამაკვირვა იმ აჟიოტაჟმა რაც გუშინ მოვისიმინე. სასამართლო სისტემამ თქვა ასეთი რამ, რომ სასამართლოს სჭირდება დახმარება და ამისთვის მიმართავს მათ შორის სახალხო დამცველს. კონკრეტული მოსამართლის ლანძღვა როდესაც ხდება, ეს მთელ სისტემას აყენებს ზიანს. ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, რომ დავიცვათ სასამართლო სისტემა და მისი იმიჯი თავდასხმებისგან ”, - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ ლანძღვა-გინება ხელს უშლის მის განვითარებას.

”როდესაც უყურებ საშინელებათა ფილმს, თუ უყურებს არასრულწოვანი, უნდა გადავრთოთ. თუმცა შეიძლება ვთქვა, რომ მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება და მინდა ვუყურებ ამ საშინელებათა ფილმს და მინდა - არა. კი ბატონო, გავაგრძელოთ და ვუყუროთ. სასამართლოს მიმართ დაუსრულებელი ლანძღვა-გინება მთლიანად სასამართლო სისტემას აყენებს ზიანს. ჩვენ სანქციებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვითხოვთ, რომ დავსხდეთ, მოვიფიქროთ და დავეხმაროთ სასამართლო სისტემას, რადგან ზიანდება მთლიანად სასამართლოს იმიჯი. ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება, მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თუ ჩვენი წინადადება იქნება მიღებული, დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ხოლო თუ არ იქნება მიღებული, გვეცოდინება მაინც რომ ამ ლანძღვის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა და მოვიფიქროთ სხვა რამე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად”, - განაცხადა მურუსიძემ.