საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პროკურატურას ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ელისო კილაძის მიმართ გარკვეული პროვოკაცია განხორციელდეს და ეს გამოყენებული იქნას სუს-ისა და სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის.
„მესმის ელისო კილაძის, როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და მერე ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უნდა განიხილოს ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.