თუ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, ჯერ ამერიკელებმა გააუქმონ და მერე - ჩვენ

თუ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, ჯერ ამერიკელებმა გააუქმონ და მერე - ჩვენ

თუ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, ჯერ ამერიკელებმა გააუქმონ და მერე - ჩვენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით არ არის ერთსულოვნება.

"მე მქონდა დღეს გამოსვლა. ვცდილობ, დავარწმუნო მმართველი გუნდი, რომ მაჟორიტარებს არ შევეხოთ და დავტოვოთ შერეული სისტემა, თუმცა არსებობენ ჯგუფები, ვისაც თავისი არგუმენტაცია აქვთ, რომ უნდა იყოს პროპორციული სისტემა ბონუსით. მე ვფიქრობ, რომ შევჯერდებით გუნდში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვენს აზრზე გადმოვიყვანთ მთელ გუნდს და შევინარჩუნებთ მაჟორიტარულ სისტემას",- განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მსოფლიოს 90 ქვეყანაშია, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

"ის, რომ მაჟორიტარობა არ ვარგა... თუ არ ვარგა, ჯერ ამერიკელებმა გააუქმონ და მერე ჩვენ გავაუქმოთ. ეს არის ჩემი პასუხი",- დასძინა ოქრიაშვილმა.