ირაკლი კობახიძე საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს

ირაკლი კობახიძე საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, 5-დან 15 მაისამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განუცხადა.

"დღეს უმრავლესობის ფორმატში დეტალურად განვიხილეთ კონსტიტუციური პროექტი და ვიწყებთ ხელმოწერებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სახალხო განხილვების შედეგად მიღებული რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება. 5-დან 15 მაისამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირადად გამართავს ყველა რეგიონში შეხვედრებს",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობოს შეხვედრა მიმდინარეობს.