თურქეთს უფლება აქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილების სამართლებრივი დევნა განახორციელოს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს

თურქეთს უფლება აქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილების სამართლებრივი დევნა განახორციელოს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს

თურქეთს უფლება აქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილების სამართლებრივი დევნა განახორციელოს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვალეტაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

„თურქეთს უფლება აქვს თავისი თავი დაიცვას და მათი სამართლებრივი დევნა განახორციელოს, ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან იდგა, მაგრამ ეს კანონის უზენაესობის სრული დაცვის საფუძველზე უნდა მოხდეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თურქეთში, 26 აპრილს დაახლოებით 9 000 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის გამოძიების ფარგლებში მოხდა. გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1000-მდე პირი დააკავეს.