დავით ზურაბიშვილი:  ხელისუფლებამ საკონსტიტუციო კომისია ანტურაჟისთვის გამოიყენა

დავით ზურაბიშვილი: ხელისუფლებამ საკონსტიტუციო კომისია ანტურაჟისთვის გამოიყენა

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ახლა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რაზეც ჩვენ ამ კომისიის დაწყების დროს ვსაუბრობდით - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო კომისიასა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლებამ ანტურაჟისთვის გამოიყენა, რათა ცვლილებები საკუთარ თავზე მოერგო.

”საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ”რესპუბლიკურმა პარტიამ” თავიდანვე ვთქვით, რომ ეს საკონსტიტუციო კომისია პრინციპში არის მხოლოდ ანტურაჟი იმისთვის, რომ ”ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია და რაღაცნაირად შეიქმნას მეტი გარანტიები ხელისუფლებაში დარჩენისთვის. ეს გამოიხატება პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევაში საარჩევნო კანონმდებლობაში. ეს დადასტურდა იმითაც, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა მიიღეს საბოლოო ჯამში, ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რა დასკვნამდეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.