ანგელა მერკელი:   რეფერენდუმმა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები გაართულა

ანგელა მერკელი: რეფერენდუმმა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები გაართულა

საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ თურქეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა გაართულა თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მოვლენებმა, რა თქმა უნდა, სერიოზულად გაართულეს ურთიერთობები“, - განაცხადა მერკელმა.მან ოფიციალურ ანკარას მოუწოდა ყური უგდოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებულ კრიტიკას.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, თურქეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის განვითარება ევროკავშირისგან რეაქციას საჭიროებს.

„ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ თუ რა მოვლენაზე რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. გერმანიის მთავრობა იმისკენ მიისწრაფის, რომ ევროპულ ინსტიტუტებს ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.