„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობის წევრები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ.

ამასთან, სააგენტოს კითხვაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცედურა დაიწყება თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე, მდინარაძემ განაცხადა, რომ “ამაზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება“.

უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში უკვე იკრიბებიან. შეხვედრა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.