დღეს, ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული ავიადარტყმის სამიზნე შიიტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეიარაღების საწყობი იყო. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“რეგიონალურ სადაზვერვო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეარხ Al Ayam-ის ინფორმაციით, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან მძლავრ აფეთქებას ჰქონდა ადგილი.
კითხვაზე, განახორციელა თუ არა ისრაელმა საჰაერო დარტყმები, ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა: „ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ამგვარ ინფორმაციებზე“.
გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანს და „ჰეზბოლას“ საშუალებას არ მისცემს ძალების კონცენტრირება მოახდინონ გოლანის სიმაღლეებზე.