ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპის დღის“ აღნიშვნა დაიწყო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპის დღის“ აღნიშვნა დაიწყო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი გარდაბანში, მაჟორიტარ დეპუტატ,სავალან მირზოევთან, ხოლო რუსთავში გიორგი ბეგაძესთან ერთად, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ისაუბრათემაზე: „საქართველო და ევროკავშირი“.

შეხვედრები კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც ფონდის სამხრეთ- კავკასიისწარმომადგენლობითი ოფისის დირექტორი - ტომას შრაპელი მონაწილეობდა. მან საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზედა ევროპაში საქართველოს უკეთ გაცნობის საჭიროებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანირეფორმები გაატარა იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს. „მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს პირადად მოვუსმინოთდა გავიგოთ, თუ რა არის საქართველოს ახალგაზრდებისთვის ევროპა. ჩვენ არ ვცდილობთ თქვენ რაიმე გასწავლოთ,ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რა იცით, რა გაინტერესებთ და რა გინდათ იცოდეთ ევროპის შესახებ“, - განაცხადატომას შრაპელმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა თავისი გამოსვლისას ევროპული იდენტობის საფუძველზეისაუბრა. „ჩვენ გეოგრაფიულად და კულტურულად ევროპის ნაწილი ვართ. ევროპა უპირველესად, ღირებულებათა სისტემადა ცხოვრების წესია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ. ევროპა იმ უფლებების, გამოყენების შესაძლებლობასგვთავაზობს, რომელიც მშვიდობაზე, სოლიდარობასა და ურთიერთპატივისცემაზე დგას. იქ განსხვავებული ადამიანებითანასწორად, ერთად ცხოვრობენ, რომლებიც ევროპის ერთ დიდ, მთლიან სივრცეს ქმნიან. ჩვენ აზროვნებით და კულტურითძალიან ახლოს ვართ ამ სივრცესთან და მალე ევროპის სრულფასოვანი წევრები გავხდებით“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

სტუმრებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

დეპუტატებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს კონკურსზე, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით პარლამენტშიგაიმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები - თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“წარმოადგინონ. კონკურსის მოსაწილეებს პარლამენტში 8 მაისს უმასპინძლებენ და საუკეთესო ნახატების ავტორებსდააჯილდოებენ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კორნარდ ადენაუერის ფონდისმხარდაჭერით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებისა დამაჟორიტარ დეპუტატების შეხვედრები, 27-28 აპრილს, უკვე მარნეულისა და ახალქალაქის სკოლებში გაიმართება.