ირაკლი სესიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას მიმართავს

ირაკლი სესიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას მიმართავს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მისი შვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას მიმართავს. სესიაშვილი პროკურატურაში განცხადებას 12:00 საათზე შეიტანს.

როგორც სესიაშვილი აცხადებს, პროკურატურასთან გააკეთებს განცხადებასაც, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ დასაცინი გახდება.

დეპუტატის თქმით, მას ჰყავს ძალიან წესიერი შვილი, რომელიც გამორჩეულია თავისი სწავლით, მისწრაფებებით.

„გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა“, - განაცხადა სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.