მხოლოდ იმის გამო, რომ საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე პრეზიდენტს უარი ეთქვა, ჯიბრში ჩაუდგა კომისიას

მხოლოდ იმის გამო, რომ საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე პრეზიდენტს უარი ეთქვა, ჯიბრში ჩაუდგა კომისიას

მხოლოდ იმის გამო, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობაზე პრეზიდენტს უარი ეთქვა და ამას დასაბუთებული იურიდიული არგუმენტიც ჰქონდა, ჯიბრში ჩაუდგა კომისიას, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო კომისიის კრიტიკას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან.

მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რაც უფრო წინ მიდის პროცესი და იხვეწება კონსტიტუციის პროექტი, მით უფრო მძაფრდება პროტესტი ოპონენტების მხრიდან.

”რაც უფრო წინ მიდის პროცესი და იხვეწება კონსტიტუციის პროექტი, მით უფრო მძაფრდება პროტესტი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. პრეზიდენტი, მხოლოდ იმის გამო, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარი ეთქვა და ამას დასაბუთებული იურიდიული არგუმენტიც ჰქონდა, თავიდანვე ამ პროტესტის მონაწილე გახდა და ჯიბრში ჩაუდგა კომისიას. მისი ადმინისტრაცია უკვე პირდაპირ ტყუილსაც აღარ ერიდება. გუშინ მათ განაცხადეს, რომ ცვლილებების გატანა კომისიის შემადგენლობის ცვლილების გზით მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაზე დაფიქსირდა 43 მომხრე 8-ის წინააღმდეგ და ხმების ეს რაოდენობა ნებისმიერ შემთხვევაში იყო გამსვლელი. რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებას, ეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების კომისიიდან გასვლის სამართლებრივად ასახვამ გამოიწვია. ამან ერთადერთი რამ შეცვალა - არასამთავრობოების და ექსპერტების მიერ დაყენებულ ალტერნატიულ წინადადებებს გაუჩნდათ მხარდაჭერის მოპოვების მეტი შანსი და რამდენიმე შემთხვევაში ეს ასეც მოხდა”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.