საპარლამენტო რესპუბლიკით მივდივართ ერთპარტიულობისკენ და მივიღებთ საბჭოთა კავშირს

საპარლამენტო რესპუბლიკით მივდივართ ერთპარტიულობისკენ და მივიღებთ საბჭოთა კავშირს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, დღევანდელ პირობებში საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა შეცდომა იყო.

როგორც საყვარელიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეფასებისას განაცხადა, საპარალამენტო რესპუბლიკაში მართავენ პარტიები, საქართველოში კი, სადაც ძლიერი პარტიები არ არის, შესაძლოა ერთი ძალა „უსასრულოდ აღმოჩნდეს საჭესთან“.

„ისედაც გვაქვს ტენდენცია, რომ ერთი პარტია ავირჩოთ და საპარლამენტო რესპუბლიკით ისედაც მივდივართ ტენდენციისკენ, როდესაც პარლამენტი იქნება ერთპარტიული. ერთპარტიული პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ძალიან სახიფათოა, ვინაიდან მთავრობაც დამოკიდებულია პარლამენტზე. ამდენად ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდება მთავრობაც და მივიღებთ იმას, რაც საბჭოთა კავშირში იყო - ერთი პარტია განსაზღვრავდა პოლიტიკურ და აღმასრულებელ ელიტასაც“, - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკას თავისი პლიუსები აქვს, თუმცა საქართველოს პირობებში შეიძლება მივიღოთ ერთპარტიული სტრუქტურა, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს.