საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელკ მაკრონი „ადვილად დაამარცხებს“ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენს.
სოციოლოგიური კომპანია Ipsos Sopra Steria-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 62%-ს იღებს, ხოლო მარინ ლე პენი - 38%-ს.
კიდევ ერთი სოციოლოგიური კომპანიის, Harris Interactive-ის გამოკითხვის თანახმად, მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 64%-ს მიიღებს, მარინ ლე პენი - 36%-ს.
საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.
ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.