სინიპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 26 აპრილიდან პროგნოზირებენ

სინიპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 26 აპრილიდან პროგნოზირებენ

სინიპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 26 აპრილიდან პროგნოზირებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ასევე ქარი 17 -22 მეტრი წამში. ტემპერატურა +7 +12 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, ქარის სიჩქარე 20 -25 მეტრი წამში იქნება. ტემპერატურა +11 +16 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისში ხვალ მოსალოდელია უნალექო დღე, ძლიერი ქარი, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 აპრილს საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18 +23 გრადუსი, აღმოსავლეთში კი, +12 +17 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 აპრილიდან თვის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.