პარიზში გამართული საპროტესტო აქციის დროს 29 ადამიანი დააკავეს

პარიზში გამართული საპროტესტო აქციის დროს 29 ადამიანი დააკავეს

პარიზში გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს 29 ადამიანი დააკავეს. მანიფესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად კი ექვსი პოლიციელი და სამი მანიფესტანტი დაშავდა.

პარიზში გუშინ პოლიციასა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. „ანტიფაშისტური მოძრაობის" რამდენიმე ასეული აქტივისტი პარიზში, ბასტილიის მოედანზე გამოვიდა. დემონსტრანტები „ბარიკადების ღამის“ ჩატარებას აპირებდნენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი იმ „მასკარადს“ აპროტესტებენ, რასაც არჩევნები ჰქვია. მისი თქმით, ის არც ერთ კანდიდატს არ აღიარებს.