ფრანსუა ფიიონი:  მე მხარს ემანუელ მაკრონს დავუჭერ

ფრანსუა ფიიონი: მე მხარს ემანუელ მაკრონს დავუჭერ

მე მხარს ემანუელ მაკრონს დავუჭერ, მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა, ვერ შევძელი თქვენი დარწმუნება, - განაცხადა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემს გზაზე უამრავი დაბრკოლება იყო. მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს დამარცხება ჩემია და მხოლოდ მე უნდა ვატარო ამის ტვირთი. ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, მეგობრული მესიჯით მივმართავ“, - აღნიშნა მან.

„ამასობაში, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია. თავის შეკავება არ არის ჩემს დე-ენ-ემ"-ში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლების კარს ექსტრემიზმია მოახლოებული. შესაბამისად, მე მხარს ემანუელ მაკრონს დავუჭერ. ჩემი ოცნებაა, რომ ჩვენი შვილები თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ეს იყო ჩემი პროექტი და ოცნება“, - დასძინა ფრანსუა ფიიონმა.

წინასწარი მონაცემებით, ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადადის.