საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად სტრასბურგში მიემგზავრება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად სტრასბურგში მიემგზავრება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 24-28 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. 

სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილიაშეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან,ევროპის საბჭოს 
გენერალურ მდივან თორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს ადამიანისუფლებათა უმაღლეს კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან. 

"სტრასბურგში იმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი იქნება განხილული, მათ შორის, თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ანგარიში. ძალიან აქტიურ  მონაწილეობას ვაპირებთ როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სესიაზე დაგეგმილ განხილვებში.

ამ სესიებზე მონაწილეობისთვის ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ საქართველო მონოტორინგის ეტაპიდან გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე, რასაც ჩვენი ქვეყანაიმსახურებს თავისი დემოკრატიული განვითარების დონით",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში გამგზავრებამდე.     
            
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საქართველოს დელეგაცია სესიის ფარგლებში კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. 24 აპრილს, ევროპის საბჭოს ევროპულიკულტურის კონვენციის ხელმოწერის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ქართველი მხატვრების -ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა - „ისტორიის ფრაგმენტები“ გაიმართება. გამოფენაზე მოწვეულსტუმრებს სიტყვით თამარ ჩუგოშვილი და თორბიორნ იაგლანდი მიმართავენ.