საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია

საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ განცხადება ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აშშ-სა და საქართველოს 25 წლიანი მეგობრობისადმი მიძღვნილ მეგობრობის ფორუმზე გააკეთა.

„ბუნებრივია, რომ ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

მნიშვნელოვანია გათვალისწინება ყველა კომენტარის, მიმდინარეობს საუბრები, დებატები.

პროცესი არ არის დასრულებული, ვენეციის კომისია განიხილავს და წარმოადგენს თავის რეკომენდაციებს. საქართველოსთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესია“,- განაცხადა ბერლინერიმ.