პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც თანასწორია აღდგომისა და ასევე დღევანდელ დღეს ეწოდება თომას კვირიაკე.

“დიდება და მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ჩვენ იმედს ცხოვრებისას, იმედს მომავალი არსებობისას. კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა.