საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 8- წინააღმდეგი იყო

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 8- წინააღმდეგი იყო

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8. კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართა. კომისიის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, 4 საათიანი მუშაობის შემდეგ მიიღეს.

კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. საბოლოოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.