გერმანიაში უცნობმა პირმა Postbank-ის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა

გერმანიაში უცნობმა პირმა Postbank-ის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა

გერმანიაში, ქალაქ ვალდსჰუტში უცნობმა პირმა Postbank-ის ადგილობრივ განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, - იუწყება „დოიჩე ველე“.

ბანკის განყოფილებასთან მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორია ბლოკირებულია პოლიციის მიერ. შენობაში ბანკის ორი თანამშრომელი იმყოფება.

ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი ასევე შენობაში იმყოფება. არ არის გამორიცხული, რომ მან მძევლად აიყვანა ბანკის თანამშრომლები.