ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ფიცი დადო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ფიცი დადო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ფიცი დადო ე.წ. კონსტიტუციაზე და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

დღეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა.

„ვფიცავ ”სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას პატივი ვცე და დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, დავიცვა ”სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკის კონსტიტუცია, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ინაუგურაციისას ანატოლი ბიბილოვმა.

ინაუგურაციის შემდეგ ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთთან ინტეგრაციის კურსი უცვლელი რჩება“.

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.