უამრავი ცხელი წერტილი წარმოიშვა, რომელიც ყველა იმ მოთამაშის მატერიალურ, სამხედრო და პოლიტიკურ რესურსებს იზიდავს, ვისი იმედიც ჩვენ გვაქვს

უამრავი ცხელი წერტილი წარმოიშვა, რომელიც ყველა იმ მოთამაშის მატერიალურ, სამხედრო და პოლიტიკურ რესურსებს იზიდავს, ვისი იმედიც ჩვენ გვაქვს

უამრავი ცხელი წერტილი წარმოიშვა, რომელიც ყველა იმ მოთამაშის მთელ ყურადღებას, მატერიალურ, სამხედრო პოლიტიკურ რესურსებს იზიდავს, ვისი იმედიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა "შუადღის სტუდიის" ეთერში განაცხადა. 

მენაღარიშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ”ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთში. ”სამწუხაროდ, გვიწევს საუბრის დაწყება ძალიან არასასიამოვნო თემით, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა. დიპლომატის ენაზე, საქციელი, რაც ბატონმა ლავროვმა ჩაიდინა, ეს არის მეზობელი სახელმწიფოს, საერთაშორისო თანამეგობრობის სუვენერული წევრის სუვერენიტეტის უხეში უგულვებელყოფა. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როგორი სახეც მან 2008-ში მისცა თავის სტრატეგიას, თვითნებურად ორი წარმონაქმნის დაარსებაზე, რომელთაც ისინი აცხადებენ და ცნობენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, ცუდია ის, რომ ძალიან რთული გარემოა დღეს მსოფლიოში. ”უამრავი ისეთი ცხელი წერტილი წარმოიშვა პარალელურად, რომელიც ყველა იმ მოთამაშის მთელ ყურადღებას, მატერიალურ, სამხედრო, პოლიტიკურ რესურსებს იზიდავს, ვისი იმედიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად სტრატეგია უცვლელი რჩება, რადგან სხვა გამოსავალი არ არის”, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.