ჩვენ არ გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და ებრძვის სახელმწიფოს აგენტურას, ებრძვის ტერორიზმს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტკური ოპონენტებისა და მოქალაქეების უკანონო კონტროლშია ჩართული. „ჩვენ არ გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და ებრძვის სახელმწიფოს აგენტურას, რომელიც ებრძვის ტერორიზმს. აქ არის სამსახური, რომელიც მხოლოდ მმართველი ძალის და არაფორმალური მმართველის ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის არის მიმართული. გვქონდა კითხვები, თუ რა ხდება კონტრდაზვერვის მიმართულებით. რატომ არის სუს-ი პოლიტიკური ოპონენტებისა და ჩვენი მოქალაქეების უკანონო კონტროლში ჩართული და არა ქვეყნის ინტერესების დაცვაში. ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. პოლიტიკურად თავხედური და ცინიკური დამოკიდებულება იყო პოლიტიკური გამოსვლების დახურვაც“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დღეს პარლამენტში დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარუდგენა.