პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგის დამტკიცებით გაიხსნა,რომლის შემდეგაც, განცხადებებისთვის საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეულდეპუტატებს დაეთმო. რეგლამენტით მინიჭებული უფლებით 16-მაპარლამენტის წევრმა ისარგებლა, რომლებმაც ქვეყნის საშინაო და საგარეოსაკითხებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

პირველი განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა, რომელიცოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში რუსეთის საგარეო უწყებისპირველი პირის ვიზიტს შეეხებოდა. „სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტიიყო არამხოლოდ მორიგი პროვოკაცია, არამედ უაღრესად მცდარიპოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის მხრიდან.რუსეთი ვერ აცნობიერებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაარასდროს დაუკანონებს მას ანექსიურ პოლიტიკას კავკასიასთანმიმართებაში, არასდროს დაუკანონებს საქართველოს გახლეჩას დადაქუცმაცებას“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მანვე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისმნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ოს და აფხაზთანამემამულეებს ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა. „საქართველობრუნდება ევროპაში, საკუთარ სახლში, რომელსაც იგი მუდმივადეკუთვნოდა და უნდა ეკუთვნოდეს ისტორიული სამართლიანობის დაცვით.ჩვენ თანმიმდევრულად ვბრუნდებით ევროპულ სახლში ჩვენი წარსულით,ჩვენი საუკეთესო ტრადიციებით, ჩვენი კულტურული დაინტელექტუალური პოტენციალით და ჩვენი დაბრუნებით ევროპა მხოლოდუფრო მრავალფეროვანი, უფრო მიმზიდველი, უფრო საინტერესო დაუფრო სტაბილური გახდება და ესაა დღევანდელი და ხვალინდელი დღისრეალობა, რომელსაც აუცილებლად შემოუერთდებიან ჩვენი აფხაზი და ოსიდებიც და ძმებიც“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტს სხვა დეპუტატებიცგამოეხმაურნენ და იგი დესტრუქციულ ქმედებად შეაფასეს.

პარლამენტის წევრებმა განცხადებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისმუშაობაზე და ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტზეც გააკეთეს.სხდომათა დარბაზში განცხადებები ახლად გახსნილ დარიალის ჰესისმნიშვნელობაზე, მოსახლეობისთვის დაწესებულ ჯარიმებზე, საქართველოშიარსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე, სოფლის მეურნეობისმიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე და სასოფლო-სამეურნეოსავარგულების ხვნა-თესვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდა. 
განცხადებების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა ვახტანგგომელაურს დაეთმო, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისმიერ 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმაანგარიშის წარდგენისას, ძირითადი ყურადღება, სამსახურის პრიორიტეტულმიმართულებებზე გაამახვილა და ამ მიმართულებით განხორციელებულღონისძიებებზე ისაუბრა.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურის პრიორიტეტებს განეკუთვნებოდასაქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზემუშაობა და მათგან მომდინარე საფრთხეების შეკავება, კონსტიტუციურიწესრიგის დაცვა, უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის საპასუხოდკონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, ტერორიზმისა დამასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგბრძოლა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვულიუსაფრთხოების უზრუნველყოფა, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულისწინააღმდეგ ბრძოლა, ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის განვითარება, უწყებათშორისი კოორდინაციის დასაერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, - აღნიშნა სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდანმომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდანანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოებისსამსახური ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს დაგანვითარებული მოვლენების შეფასებას მუდმივად ახორციელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი მანდატის ფარგლებში,ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულვითარებას პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირებს,საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს აცნობს.ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან 

ჩვენი სამსახური წამყვანი უწყებაა ინციდენტების პრევენციისა და მათზერეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში. ჟენევის დისკუსიებისდა (IPRM) ფორმატის შეხვედრის ერთ-ერთ განხილვის საგანს საქართველოსმოქალაქის, გიგა ოთხოზორიას საქმე წარმოადგენდა, რომელიცოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიერსასტიკად იქნა მოკლული. სუს-ი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველაბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი ქართულიმართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.სამსახურის ხელმძღვანელმა კონტრდაზვერვითი მიმართულებითგანხორციელებულ ოპერაციებზეც ისაუბრა და რამდენიმე კონკრეტულიმაგალითიც ახსენა. „აღნიშნულის გასანეიტრალებლად სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საქართველოშიმოქმედი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მათმიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესებისობიექტებისა და კავშირების შესწავლას, ასევე სახელმწიფო ინტერესებისწინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას“, - აღნიშნასამსახურის უფროსმა.

ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში ტერორიზმის წინააღმდეგბრძოლასა და სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების,ტერორიზმის ყველა ფორმისგან დაცვაზე ისაუბრა. „ისლამურისახელმწიფოს“ რამდენიმე დაინტერესებული პირი.

„ამჟამად სირიასა დაერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქეიმყოფება მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორისტულსაქმიანობაში ჩართულ პირთა სისხლის სამართლებრივი დევნა.პასუხისმგებლობაში მიეცნენ აღნიშნული ქვეყენიდან დაბრუნებულიტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირები“, - განაცხადა ვახტანგგომელაურმა. სამსახურის უფროსმა პარტნიორ ქვეყნების ანალოგიურუწყებებთან ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამმიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ამერიკის შეერტებულშტატებთან არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა, რომელსაც, მისივეშეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის სრულყოფილად მუშაობაში,განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამოსვლის დასრულებისშემდეგ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთავმჯდომარემ სხდომის დარჩენილი ნაწილის დახურვის კენჭისყრაზედაყენება მოითხოვა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ანგარიშისსაკომიტეტო ფორმატში განხილვის დროსაც, კითხვა-პასუხის ნაწილშიანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„კოლეგებო, კარგად ვხვდებით, რომ თუ კი ღია რეჟიმში გავაგრძელებთმუშაობას, ვახტანგ გომელაურს უბრალოდ არ ექნება შესაძლებლობაშეუზღუდავად, სრულყოფილად გასცეს ყველა კიტხვას პასუხი. მასსამსახურებრივად აქვს პასუხისმგებლობა, რომ თვითოეული სიტყვის უკანიფიქროს და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესი დაიცვას. საერთაშორისოპრაქტიკაც ასეთია, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დახურულრეჟიმში უსმენენ. ამიტომ ჩემი, როგორც თავდაცვისა და უშიშროებისკომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაა სხდომის დარჩენილი ნაწილიდაიხუროს და ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგეს“, - განაცხადა ირაკლისესიაშვილმა. სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელების საკითხსუმცირესობის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. საბოლოოდ, პარლამენტისრეგლამენტის 134-ე მუხლის თანახმად, კენჭისყრის შედეგად (99 მომხრე, 16წინააღმდეგი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა,დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.