გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ წაბლანაში 1989 წლის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ წაბლანაში 1989 წლის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხულოში, სოფელ წაბლანაში 1989 წელს სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. 

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, 1989 წელს შედეგად დაზარალებულებს სახელმწიფო საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს. სოფელ წაბლანაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და რეგიონის მინისტრებიც იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა მემირიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

"დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას. ქვეყანას ჯერ კიდევ 9 აპრილით გამოწვეული იარა არ ჰქონდა მოშუშებული და სულ რამდენიმე დღეში ამხელა ტრაგედია მოხდა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ მაქსიმალურად ვვდილობთ, რომ სამწუხაროდ, ამდენი ხნის გადაუწყვეტელი პრობლემა დღეს გადავწყვიტოთ და სმ ადამიანებს მივცეთ ჭერი. გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

1989 წელს ხულოში, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.