ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საექსპორტო მიმართულებით განვითარება“

ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საექსპორტო მიმართულებით განვითარება“

„აწარმოე საქართველოში“  ახალი სტრუქტურის პრეზენტაციიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააკეთა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს პრემიერ მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა გააკეთეს პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო, რომ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ძალიან მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო მიმართულებით განვითარება. საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზრების კომერციული ატაშეები ეყოლება საქართველოს და ბანკების აქტივობაც კიდევ უფრო გაიზრდება ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია“ - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისი განცხადებით, პროგრამაში  ქართული ბანკების უმრავლესობა  არის ჩართული და „თიბისი ბანკიც“ პროექტის არის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სიახლეები, რაზეც დღეს იყო საუბარი პრეზენტაციაზე, მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ჩართულობა“ - განაცხადა ბუცხრიკიძემ.