ვანო ზარდიაშვილი:  საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, ერთმანეთში თვითონ გაერკვევიან

ვანო ზარდიაშვილი: საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, ერთმანეთში თვითონ გაერკვევიან

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის და განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს. 

”ის, თუ რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით - საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში, რა მოხდა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ვანო ზარდიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატებს ვანო ზარდიაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის დეპუტატთა ე.წ. სათათბირო ოთახში მოხდა, რა დროსაც კანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა და ის შემთხვევით ოთარ კახიძეს მოარტყა.