გიორგი კანდელაკმა ოთარ კახიძეს საფერფლით თავი გაუტეხა

გიორგი კანდელაკმა ოთარ კახიძეს საფერფლით თავი გაუტეხა

დაპირისპირება პარლამენტში – ამჯერად ერთმანეთს “ევრიპული საქართველოს” წევრები გიორგი კანდელაკი და წევრი ოთარ კახიძე პარლამენტის მოსასვენებელ ოთახში დაუპირისპირდნენ. გიორგი კანდელაკმა ოთარ კახიძეს თავი საფერფლით გაუტეხა.
დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაციით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის რამდენიმე წევრს შორის, კერძოდ კი გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და კახიძეს მოხვდა.

მანამდე "პირველის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყებოდა, რომ დაშავებული ოპოზიციონერი დეპუტატი მისმა კოლეგამ გიორგი ტუღუშმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მან "პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ თავიდან სისხლი რატომ მოსდის ტუღუშსს არ იცის, სავარაუდოდ, ის წაიქცა.

პარლამენტში დღეს სხვა ინციდენტიც მოხდა. დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე წყალი შეასხა. ემზარ კვიციანის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უმცირესობის წარმომადგენლები სუს-ის უფროსის მოხსენების ნაწილის დახურვას აპროტესტებდნენ.

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას პარლამენტის სხდომაზე წყალი შეასხა. ემზარ კვიციანის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უმცირესობის წარმომადგენლები სუს-ის უფროსის მოხსენების ნაწილის დახურვას აპროტესტებდნენ.
ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას მისამართით საკანცელარიო ნივთი და წყლის ჭიქა ისროლა.

ემზარ კვიციანის თქმით, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის საკანონმდებლო ორგანოში, რა აზრი აქვს დაიხურება თუ არა სხდომა.

აღნიშნული გამოსვლის შემდეგ სხდომაზე კვიციანის მისამართით რეპლიკები გაჟღერდა, რასაც კვიციანის გაღიზიანება მოჰყვა.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის ყოველწიურ გამოსვლას უსმენდა.