დაუშვებელი უნდა იყოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ქუჩური და კრიმინალური ელემენტების შემოტანა და გაღვივება

დაუშვებელი უნდა იყოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ქუჩური და კრიმინალური ელემენტების შემოტანა და გაღვივება

დაუშვებელი უნდა იყოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ქუჩური და კრიმინალური ელემენტების შემოტანა და გაღვივება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბზე კომენტირებისას ჟურნალისტებს 
განუცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვას, გოცირიძის თქმით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უსუსურია დღეს ეს სამსახური. 

„ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონია ჩვენს მთავრობას ამ პარლამენტის შემადგენლობაზე, თითქოსდა დახურული ინფორმაციის შემდეგ აქ არ იყვნენ ადამიანები, რიმლებიც ამ ინფორმაციას ხვალვე ჩააბარებენ სხვას. სხდომის დახურვა ნიშნავს ამ სამსახურის უსუსური მუშაობის მიჩქმალვას. სუსი-ს უფროსს აქვს უფლება ზოგიერთ კითხვას არ გასცეს პასუხი,მაგრამ არავის აქვს იმის უფლება, რომ დეპუტატს აუკრძალოს გამოვიდეს სიტყვით და საზოგადოებას აუხსნას საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება ჩხუბს, დაუშვებელი უნდა იყოს ყველაზე მთავარ ორგანოში ქუჩური და კრიმინალური ელემენტების შემოტანა და გაღვივება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.