გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრებს:  დაგუგლეთ ФБР-ის და СРУ-ს უფროსების მოსმენის საჯარო ნაწილი

გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრებს: დაგუგლეთ ФБР-ის და СРУ-ს უფროსების მოსმენის საჯარო ნაწილი

დაგუგლეთ ФБР-ის და СРУ-ს უფროსების მოსმენის საჯარო ნაწილი, - აღნიშნული რჩევით პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს მიმართა. 

”წინასწარ ხდება შეთანხმება იმ ნაწილზე, რომელიც დახურულია. ინტერნეტი მოიგონეს და თქვენც კი, ”ოცნების” წარმომადგენლებს შეგიძლიათ გაიგოთ”, - მიმართა ბოკერიამ ირაკლი სესიაშვილს. 

როგორც დღეს სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საერთაშორსიო პრაქტიკაა, როცა უსაფრთხობის სამსახურის უფროსებს დახურულ ფორმატში უსმენენ.