სუს-ის უფროსი დღეს პარლამენტს გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

სუს-ის უფროსი დღეს პარლამენტს გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მივა. გომელაური დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. 

აღნიშნული დოკუმენტი უკვე გასულ კვირას პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც სუს-ის საქმიანობის თაობაზე დეპუტატებს გომელაურის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე შეხვდა. საკომიტეტო მოსმენა მედიისთვის ნახევრად დახურულ ფორმატში წარიმართა.