რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმში ჩავიდა. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, მისი თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება დახვდა რაულ ხაჯიმბას მეთაურობით, ასევე ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი - ღვინის ყანწით.
სერგეი ლავროვი აფხაზეთში ბოლოს 2011 წელს იმყოფებოდა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სოხუმში სერგეი ლავროვი დღეს რუსეთის ე.წ. საელჩოს გახსნის, 19 აპრილს კი - სერგეი ლავროვისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდება.