თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 12 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 12 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია თუნჯელში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

ვერტმფრენში Sikorsky S-70 Blackhawk შვიდი პოლიციელი, ერთი მოსამართლე და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც 16 აპრილის რეფერენდუმის დღეს მორიგეობდნენ. 

ვერტმფრენთან კავშირი აფრენიდან ათი წუთის შემდეგ გაწყდა. ბორტიდან არავითარი განგაშის სიგნალი არ გაშვებულა. ის 2500 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

პირველადი მონაცემებით, ავიაკატასტროფა ცუდ ამინდს უკავშირდება - აღნიშნულ რაიონში ძლიერი ნისლი და წვიმა იყო.