პატრიარქის დაცვის 3 წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განუცხადა.
ოხანაშვილისთვის უცნობია, რა მიზეზით გაუშვეს ისინი სამსახურიდან. „სამი ადამიანია სამსახურიდან გათავისუფლებული, მაგრამ არ ვიცი რა მიზეზით გაუშვეს, - განაცხადა სოსო ოხანასვილმა.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას საპატრიარქოში ცდილობს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.