ევროინტეგრაციის საკითხზე გარდამავალ დებულებებში ჩანაწერის საშიშროებას ვერ ვხედავ, თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია დისკუსიის შემდეგ მექნება

ევროინტეგრაციის საკითხზე გარდამავალ დებულებებში ჩანაწერის საშიშროებას ვერ ვხედავ, თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია დისკუსიის შემდეგ მექნება

ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. რაც შეეხება ასეთი ჩანაწერის გარდამავალ დებულებებში ჩაწერას, საშიშროებას ვერ ვხედავ, თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია დისკუსიის შემდეგ მექნება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა. 

როგორც ნარჩემაშვილმა განმარტა, მისთვის წინააღმდეგობას იწვევს არა საკითხის შინაარსობრივი მხარე, არამედ კონსტიტუციაში მისი დაფიქსირების საჭიროება. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველივე დღიდან მიმდინარეობს. მე იმთავითვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ეს კონსტიტუციის პრეამბულაში დაფიქსირებულიყო, როგორც წარუვალი, როგორც სამარადჟამო ღირებულება, რადგან გარკვეულწილად ეს არის სუვერენიტეტის შეზღუდვა, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი თავისუფალი ნების თვითშეზღუდვა, მაგრამ წარმოდგენილი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც შუალედული კონსენსუსი, რაც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, როგორც დროებითი ღონისძიება”, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.