არსებობენ ანტიმართლმადიდებლური ძალები, შესაძლოა დეკანოზი მამალაძეც ამ ძალების წარმომადგენელი იყოს

არსებობენ ანტიმართლმადიდებლური ძალები, შესაძლოა დეკანოზი მამალაძეც ამ ძალების წარმომადგენელი იყოს

არსებობენ ანტიმართლმადიდებლური ძალები... შესაძლოა დეკანოზი მამალაძეც ამ ძალების წარმომადგენელი იყოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა ანდირია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ განუცხადა.

მისივე აზრით, სწორედ აღნიშნული ძალები მართავენ დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესს.

„წლების განმავლობაში არსებობდა და არსებობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიმართლმადიდებლური ძალები. ისინი მართავენ დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესს. დეკანოზი მამალაძეც შესაძლოა ამ ძალების წარმომადგენელი იყოს ანუ ძალიან დიდ პოლიტიკურ სპექტაკლთან გვაქვს საქმე, რომლის მონაწილეც შესაძლოა დეკანოზი გიორგი მამალაძეც იყოს“, - განაცხადა ანდრიაძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია ასევე იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზეთის დელეგაციის მიღება და დალოცვა. 

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრებაში სხვა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებიც უხეშად ერევიან და მის კანონიკურ კუთვნილებას საეჭვოდ მიიჩნევენ“, - აღნიშნა მან.