გარკვეული მედიასაშუალების წარმომადგენლები არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ პროცესებს, მათ შორის ჩემს ბოლოდროინდელ განცხადებას

გარკვეული მედიასაშუალების წარმომადგენლები არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ პროცესებს, მათ შორის ჩემს ბოლოდროინდელ განცხადებას

გარკვეული მედიასაშუალების წარმომადგენლები არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ პროცესებს, მათ შორის ჩემს ბოლოდროინდელ განცხადებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ განუცხადა.

გიორგი ანდრიაძე „ინტერპრესნიუსს“ ათონის მთიდან დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ „ანტიეკლესიური კამპანია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ძირითადად სწორედ გარკვეული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ ხორციელდება“. 

ანდრიაძის თქმით, ასეთი მედიასაშუალებები იგნორირებას უკეთებენ მის სურვილს, განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთოს, მის მიერ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ პოზიციებს კი არასწორად იყენებენ.

„ისინი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ პროცესებს, მათ შორის ჩემს ბოლო დროინდელ განცხადებას. როდესაც საჭიროა, ისინი იგნორირებას უკეთებენ ჩემს სურვილს, პირდაპირ ეთერში გამეკეთებია განცხადება. ერთი თვის წინ, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვითხოვდი ამას. ამას არ აკეთებენ, შემდეგ კი ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასწორად იყენებენ. მე ყოველთვის თანახმა ვარ ჩავერთო პირდაპირ ეთერში. ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები და თუ ჩამრთავენ, აქედანაც ჩავერთვები“, - განაცხადა ანდრიაძემ.