თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 49 ადამიანი დააკავა

თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 49 ადამიანი დააკავა

თურქეთის სხვადასხვა ქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე თურქეთის პოლიციამ სულ მცირე 49 ადამიანი დააკავა, - იუწყება თურქული გამოცემა Hurriyet.

აქციის მონაწილეები დააკავეს ანტალიაში, ესქიშეჰირში, იზმირში. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ანკარაში, სტამბოლსა და მარმარისში, თუმცა, ინფორმაცია აქციის მონაწილეების დაკავებებზე არ გავრცელებულა. 

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კვირას ჩატარებულ რეფერენდუმში არჩევნებში მონაწილეების 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა. 

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.