სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო

სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო

სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აბაშაში დასუფთავების აქცია მოეწყო.

ღონისძიებაში აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.  

დასუფთავების აქციის მონაწილეებმა აბაშის ცენტრალური პარკის ტერიტორია დაასუფთავეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში  ჩატარდა და მისი მიზანია გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა.