”ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრას მართავს

”ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრას მართავს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავს.

როგორც პარტიის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა კოტე იოსელიანმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ სტრატეგიას და ხედვას წარუდგენს, თუ როგორ აპირებს პარტია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს.

”შეხვედრის მიზანს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც პარტიას გააჩნია დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დიდი ხარვეზებით გაიმართა. ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს პრობლემები გაანალიზა და გვინდა შეხვედრაზე ამ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება. ასევე, არასამთავრობოებს ჩვენი სტრატეგია გავაცნოთ, თუ რა მიმართულებით განვითარდება პარტიის აქტივობები წინასაარჩევნოდ. სტრატეგია არის ის, რომ ნებისმიერი სამართალდარღვევა წინასწარ გამოვავლინოთ”, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა NDI-ის მიერ არის ორგანიზებული. შეხვედრას ესწრებიან ”მრავალეროვანი საქართველო”, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, ”საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, ”სამართლიანი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ცენტრი”.