ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხი შესაძლოა საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახოს.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში წარდგენილი პროექტით, კონსტიტუციას მე-11 თავად ემატება გარდამავალი დებულებები, რომელშიც წერია: - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულ ჩანაწერზე სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებს.