საფრანგეთში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

საფრანგეთში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ხუთი დღით ადრე ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ტერაქტის განხორციელების მომზადებაში ეჭვმიტანილები დღეს დილით ქალაქ მარსელში დააკავეს.

ამ დროისთვის უცნობია, რა იყო დაკავებულების სამიზნე.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.